ახალი ამბები

ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ დაჭრის ფაქტს შსს მკველობის მცდელობის მუხლით იძიებს

17 აგვისტო, 2014 • • 915
ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ დაჭრის ფაქტს შსს მკველობის მცდელობის მუხლით იძიებს

შემთხვევა 16 აგვისტოს,  გვიან საღამოს მოხდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

შეკითხვას, არსებობს თუ არა ეჭვმიტანეილი, ან დაკავებულია თუ არა მომხდარის გამო ვინმე, უწყებაში არ პასუხობენ. 

 

“მიმდინარეობს გამოძიება და როგორც კი ახალი ინფორმაცია მექნება, გაგაგებინებთ”, – აცხადებენ შსს-ში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი