ტექნოლოგიები

რუსეთში WiFi-ზე წვდომა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი

8 აგვისტო, 2014 • • 1604
რუსეთში WiFi-ზე წვდომა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი

დადგენილების თანახმად, ქსელის ოპერატორმა უნდა დაადგინოს მომხმარებლის სახელი და გვარი “პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით”.

 

მთავრობის დადგენილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მონაცემები მომხმარებლების შესახებ შენახული იქნება არანაკლებ ნახევარი წლის განმავლობაში.

 

“რია ნოვოსტის” ცნობით, დღესდღეობით რუსეთში უფასო WiFi ქსელები ძალიან გავრცელებულია კაფეებში, რესტორნებში, ტრანსპორტის გაჩერებებზე.


მიზეზი, თუ რისთვის გახდა აუცილებელი ინტერნეტში შესასვლელად პასპორტი, მთავრობის დადგენილებაში განმარტებული არ არის.

WiFi
WiFi

მასალების გადაბეჭდვის წესი