ახალი ამბები

ნარმანია: მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობებისთვის ყველას მკაცრად მოეთხოვება პასუხი

7 აგვისტო, 2014 • • 1001
ნარმანია: მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობებისთვის ყველას მკაცრად მოეთხოვება პასუხი

“ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ხეების გაჩეხვამ, მწვანე საფარის განადგურებამ და მის ხარჯზე მშენებლობებმა. მინდა ჩემი კატეგორიული პოზიცია დავაფიქსირო: სადაც კი მწვანე საფარის ხარჯზე იქნება მშენებლობები წამოწყებული, ყველას ძალიან მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

მე დავავალე გამწვანების და ზედამხედველობის სამსახურს, რომ სწრაფად შეისწავლონ დედაქალაქში არსებული მდგომარეობა. კონკრეტულმა პირებმა, ვისი ზედამხედველობის ადგილი იყო, მკაცრად უნდა აგონ პასუხი, თუ რატომ არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი
დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი