ეკონომიკა

კვირიკაშვილი: სასოფლო–სამეურნეო მიწის განკარგვაზე რეგულაციები უნდა შემოვიღოთ

10 ივლისი, 2014 • • 1082
კვირიკაშვილი: სასოფლო–სამეურნეო მიწის განკარგვაზე რეგულაციები უნდა შემოვიღოთ

“ჩვენ გვქონდა უწყებათაშორისი კომისის ფორმატში მსჯელობა, რომ საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე დავაწესოთ ახალი რეგულაციები. საქართველო არაუხვ მიწის რესურსს განკარგავს. უნდა მოვიფიქროთ ისე, რომ არ მივიღოთ გრძელვადიანი პრობლემები და მოხდეს მაქსიმალურად განვითარება სოფლის მეურნეობის სფეროსი. რა თქმა უნდა, რეგულაცია ბიზნესისთვის არის დამატებითი ტვირთი, თუმცა, გამომდინარე ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტებიდან და პრეფერენციებიდან,  ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა სწორი ამ მიმართულებით. სასოფლო–სამეურნეო მიწის განკარგვის მიმართულებით შემოვიღოთ ის რეგულაციები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვყანაში მოქმედებს ბალტიის პირეთის ქვეყნების ჩათვლით” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 24 ივნისს უცხოელებისთვის  საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.  

 

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ“ გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა, სხდომის განჩინება კი დღეს გამოაცხადა.  

 

 უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი