ხელოვნება

მებო ნუცუბიძემ “X ფაქტორი” დატოვა

3 ივლისი, 2014 • • 1802
მებო ნუცუბიძემ “X ფაქტორი” დატოვა

მებო ნუცუბიძემ დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ გარკვეული პერიოდის მერე აღარ ეძლეოდა უფლება ემღერა ის სიმღერები, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებას აძლევდა. იგი ამბობს, რომ ბოლომდე ცდილობდა თავისი იდეების გატანას, მაგრამ უშედეგოდ, ძირითადად იმ გრგუმენტით: “ეგ სიმღერა არაა მსოფლიო ჰიტი”, “ეგ სიმღერა ზედმეტად სევდიანია კონკურსისთვის”:

 

“ვთვლი, რომ ყველაზე მეტად სწორედ სევდიანი სიმღერების მღერა გამომდის და სულაც არ მგონია, რომ ეს “ცუდია”, რომ სევდა “ცუდია” და არ არის საეთერო. და არც იმას ვთვლი ცუდად, რომ “არასაკონკურსო” ტიპი ვარ. ჩემთვის სიმღერა სპორტი არ არის, ყოველდღე ივარჯიშო და ფორმაში იყო. ჩემთვის სიმღერა ემოციაა. გამოდის, რომ ვიღაცები ეგრე არ თვლიან და სპორტი ურჩევნიათ ემოციას. მე კი მიხარია, რომ “არასაკონკურსო” ვარ”. 

 

ნუცუბიძე ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობას იმ იმედით აგრძელებდა, რომ ფინალში მაინც იმღერებდა მისთვის სასურველ სიმღერას. მის მიერ შეთავაზებული სამი სიმღერიდან 1) Say (უკულელეთი) 2) მოდი წავიდეთ (გიტარით) და 3) Wrecking Ball (თავის ჯგუფთან, The BearFox ერთად), სამიდან ორ სიმღერაზე უარი მიიღო.

 

მებო ნუცუბიძე ამბობს, რომ სიმღერების დაწუნების მიზეზი ზედმეტი დეპრესიულობა და “არც ისე ცნობილი ჰიტი ფართო მასებისთვის” აღმოჩნდა.

 

“თუმცა მერე გაირკვა, რომ სხვა მონაწილე იმღერებდა ამ სიმღერას ფინალში, რამაც ძალიან დამწყვიტა გული და უსამართლობის შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ ის სიმღერა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითხოვდი, არ მამღერეს და არც ფინალში მომცეს სიმღერის უფლება, სხვას უნდა ემღერა ჩემს ნაცვლად.”

 

მებო ნუცუბიძე
მებო ნუცუბიძე

მებო ნუცუბიძე ამბობს, რომ უშედეგო მცდელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინალში ცუდად სიმღერას ჯობდა  პროექტში მონაწილეობა აღარ მიეღო.

 

მუსიკალური პროექტი “X ფაქტორი” ტელეკომანია “რუსთავის 2”-ის ეთერში გადის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი