ახალი ამბები

წულუკიანი უგულავაზე: საგამოძიებო საქმიანობაზე მორატორიუმი იმუნიტეტი არ არის

30 ივნისი, 2014 • • 1576
წულუკიანი უგულავაზე: საგამოძიებო საქმიანობაზე მორატორიუმი იმუნიტეტი არ არის

“გამოირკვა, რომ ბატონ უგულავს სურდა, როგორც თავად აღნიშნა, ქვეყნის დატოვება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის საპასუხო რეაქცია იყო მისი დაბარება ძალოვან სტრუქტურაში. მორატორიუმი, რა თქმა უნდა, არ არის იმუნიტეტი. მორატორიუმი არის საშუალება იმისა, რომ პოლიკურ ლიდერს, კანდიადტს თუ აქტივისტს მიეცეს კამპანიის წარმობის საშუალება თავისუფლად. თუ უგულავა მიბრძნადებოდა საზღვარგარეთ, მე მგონია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მიდიოდა. მაგრამ ეს საკითხები არის განსახილველი, გამოსარკვევი”, – განუცხადა წულუკიანმა ტელეკომპნია “იმედის” 2-საათიან “ქრონიკას”.

 

“იმედის” ინფორმაციით, წულუკიანი აღნიშნულ საკითხს სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განსახილველად გაიტანს. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი დღეს, 30 ივნისს წარედგინა, თუმცა იგი დაკავებული არ არის.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი 2014 წლის 14 აპრილს გამოაცხადა.

წულუკიანი
წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი