ახალი ამბები

ნარმანია მეორე ტურში გამარჯვებას ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხარჯზე ელოდება

26 ივნისი, 2014 • • 988
ნარმანია მეორე ტურში გამარჯვებას ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხარჯზე ელოდება

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ არის ის დარწმუნებული გამარჯვებაში და რის ხარჯზე მოიპოვებენ “ქართული ოცნების” კანდიდატები გამარჯვებას მაშინ, როდესაც 15 ივნისამდეც გამორიცხავდა მეორე ტურს და გამარჯვებაც კი იზეიმა წინასწარ, ნარმანია პასუხობს:

 

“ჩვენ პირველ ტურში ღირსეული გამარჯვება გვქონდა, 25 მაჟორიტარი დეპუტატიდან 24 ჩვენმა კოალიციამ გაიყვანა. ასევე სიითი შემადგენლობით საკმაოდ მრავალრიცხვოვანი კანდიდატები გავიყვანეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს პროცენტულ მაჩვენებელს, ეს არის ის მაჩვენებელი, რაც თითოეულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა და ის აქტივობა, რაც დაფიქსირდა. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, რომლებიც ფიქრობდნენ იმას, რომ კოალიციის კანდიდატი მაინც გაიმარჯვებდა და არჩევნებზე არ მივიდნენ, რასაკვირველია, უფრო მობილიზებული იქნებიან. ჩვენ უფრო მეტ აქტივობას ველოდებით მეორე ტურში და მხოლოდ ეს არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რაც ჩვენ მეორე ტურში ღირსეულად გაგვამარჯვებინებს”, – აცხადებს ნარმანია.

 

მისივე თქმით, მეორე ტური, ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან კანდიდატებს მეტი საშუალება ექნებათ თავიანთი სათქმელი საზოგადოების ყურამდე მიიტანონ.

 

“ჩვენ არჩევნების მეორე ტურს გახსნილად ვაცხადებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამაჯვებამდე. ჩვენი მიზანია თბილისის კონფორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვანი გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მკაცრ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, დავუბრუნოთ თბილისს ისტორიული ფუნქცია და ის რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად ვაქციოთ; მეორე, გადავაქციოთ თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად; და მესამე, შევქმნათ სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიტანოთ კეთილდღეობა. ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს. დარმწუნებული ვარ, “ქართული ოცნების” კანდიდატები ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია დანიშნული, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, ვინაიდან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენ მხარეს არის ქართული საზოგადოება”, – განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი