ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვანო მაჭავარიანს თენგიზ ფხალაძე შეცვლის

19 ივნისი, 2014 • • 1423
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვანო მაჭავარიანს თენგიზ ფხალაძე შეცვლის
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ის ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 

თენგიზ ფხალაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
თენგიზ ფხალაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება



ზემოხსენებული პოსტი ფხალაძემდე ვანო მაჭავარიანს ეკავა, რომელმაც თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. ვანო მაჭავარიანის თემა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამის შესახებ თავად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ივანიშვილმა ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი