ახალი ამბები

დარიალის ხეობაში გარდაცვლილი მოქალაქის ვინაობა დადგენილია

23 მაისი, 2014 • • 1428
დარიალის ხეობაში გარდაცვლილი მოქალაქის ვინაობა დადგენილია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი სატვირთო ავტომანქანა დღეს აღმოაჩინეს. საავტომობილო გზის ნაშალი მიწისგან გაწმენდის შედეგად მაშველებმა სატვირთო მანქანის ნაწილები ამოიღეს და ავტომანქანის მძღოლის ცხედარს მიაგნეს.

 

სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელიი იყო. ნაპოვნი სატვირთო მანქანის აღწერილობა და მონაცემები გადაეცა კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შტაბს. მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება. შსს-ს განცხადებით, მეხსიერების ბარათის საშუალებით შესაძლებელი გახდა, გარდაცვლილის ვინაობის დადგენა. 

 

იგი თბილისშია გმოსვებებული და რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე დღეში გადაასვებენ, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014
დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014

დარიალის ხეობაში დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 5 პიროვნების საპოვნელად.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული საძიებო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის 15 მეტრის სიღრმიდან 1 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

 

საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას  სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი