ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას

2 აპრილი, 2014 • • 1274
ღარიბაშვილი: სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას

პრემიერ–მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა: 


“სამეგრელოში უნდა ჩეეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. პირველ რიგში, უნდა დავეყრდნოთ განწყობას, რომელიც ჩვენს ძმებს, აფხაზებს, განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ აფხაზებთან ერთად, ჩვენ ძმებთან ერთად, ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს. რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან. მხოლოდ ეკონომიკური, სოცოალური და კულტურული განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დააარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. ჩვენ ყელაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როცა ჩვენ საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენ აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან” –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, ფეხზე მყარად მდგარი და წარმატებული ქვეყანა გახდება სქართველოს ერთანობის საწინდარი:”ეს მიმაჩნია ჩვენს ძმებ ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის ერთ–ერთ მთავარ წინაპირობად. რადგან ამ ურთიერთობების აღდგენის გარეშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში, თავის მიწა–წყალზე, ჩვენს მიწა–წყალზე. სამწუხაროდ, სახელმწიფომ 20 წელი ვერაფერი მოახერხა. და ამ ადამიანებს, თუნდაც დევნილობაში, ღირსეული ცხოვრება ვერ შესთავაზა. ჩვენი მთავრობა სრულიად ახლებურად უდგება დევნილი მოსახლეობის პრობლემებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  მათ მიეცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ–კარს დაუბრუნდებიან.”    


პრემიერ–მინისტრის თქმით, შეიცვალა მიდგომა დევნილების მიმართ:”ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისთვის,  ამდენი წლის შემდეგ მათ უკვე ექნებათ საკუთარი ჭერი, ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ, თუმცა მე მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს არის ძალაინ მიზერი, ძალიან მცირედი, რასაც ჩვენ ვახერხებთ. სამეგრელოში ამ კომპლექსის მშენებლობისთვის 10-მილიონიანი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ. აქვე შენდება ზუგდიდში 8 საცხოვრებელი კორპუსი. კომპლექსის მშენებლობაზე დევნილები არიან დასაქმებული. ჩენ შევეცადეთ, რომ ამ მხრივ მათ ამოვდგომოდით მხარში. მასშტაბურ მშენებლობას ვიწყებთ თბილისში, გორსა და ბათუმში. დაახლოებით 8 ათასი ადამიანი ბინით დაკმაყოფილდა.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი