სამართალი

ნარკორეალიზაციის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

1 ოქტომბერი, 2013 • 1038
ნარკორეალიზაციის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებული საქართველოში ირანიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და გასაღების მიზნით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.


სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე იმავე დღეს თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ყიდდა, და 2000 აშშდოლარი, რომელიც მან ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღო. დაკავებულის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.


პოლიციის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 23,4708 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 9,2187 გრ “ჰეროინს” შეიცავს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი