ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” სპეციალური განცხადება

29 იანვარი, 2013 • • 1004
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” სპეციალური განცხადება

“სამწუხაროდ, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, 2012 წლის 29 იანვარს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით”, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.  

 

“ორგანიზაციის შეშფოთებას იწყვევს ის გარემოება, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ამ ფორმით  შეცვლა საარჩევნო რეფორმის გარეშე კონტექსტიდან ამოგლეჯილად აღიქმება  როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდლობა.”

 

2012  წლის 26 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მოუწოდებდა, საარჩევნო ცვლილებები, კერძოდ,  უსკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა საარჩევნო რეფორმის ჭრილში, არასამთავრობო სექტორთან სამუშაო ფორმატში  განეხორციელებინა.

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”აცხადებს,  რომ აღნიშნული ცვლილებები ნაჩქარევად იქნა მიღებული და  კოორდინაციაში არ არის საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობასთან. ამასთან, მისი მიღება ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი