ახალი ამბები

სემეკმა ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი დაადგინა

27 დეკემბერი, 2012 • • 1266
სემეკმა ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი დაადგინა

გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით: „კომისიამ გაითვალისწინა ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სახელმწიფოსა და ორ კომპანიას შორის. კერძოდ, „ინტერ რაო ესსა“ და „ენერგოპრო ჯორჯიას“ შორის. შესაბამისად, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 3 თეთრით, დღგ–ს გარეშე, ჯამში- 3,54 თეთრით”. 

 „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა. 

 

ელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი

აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს –  სს „ინტერ რაოს“–სა და სს „ენერგო–პრო ჟორჯიას“ შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის“ მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 12.46 თეთრს.

რაც შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი