ახალი ამბები

ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

8 დეკემბერი, 2012 • • 947
ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

“როდესაც რამდენიმე ასეულ ადმაიანს უშვებ ციხიდან, გასაგებია, რომ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვის ციხეში იყო და საზოგადოებას ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, არ ვგულისხმობ, რომ ეს დიდხანს უნდა გაგრძელდეს. რამდენიმე დღეს, დროებით აფეთქებები იქნება, მხედველობაში მაქვს სადღაც მანქანა გატყდა.. ეს მქონდა მხედველობაში, რომ იმ მდგომარეობას, რაც არსებობს ქვეყანაში, რაღაც შეიძლება დაემატოს”.

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დაკითხვის პროცესს, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებს პროცესის შეფასებას.

 

“მე არ შევაფასებდი ამ პროცესს, სხვათა შორის, ღრმად არც განმიხილავს, მე გუშინდელ კადრებს მივაქციე ყურადღება, როგორც გმირულად გამოდიოდა ბატონი მერაბიშვილი დაკითხვიდან, დავინახე, რომ მხარდამჭერებიც მოაგროვა და ამაზე რამდენიმე დღე დახარჯეს. საინტერესო სურათი იყო, რაც იკვეთება. გაიხსენეთ, მე მგონი, რომ დიდი პროგრესია საზოგადოებისთვის, გაიხსენეთ, სად იყვნენ გუშინ და სად არიან დღეს. გადაეცით, რომ არ შეიძლება, რომ ნებისმიერი გამოძახება და დაპატიმრება იყოს პოლიტიკური. მოვუწოდებდი მათ, რომ რეალისტურები გახდნენ. საზოგადოებამ უარი უთხრა სიცრუეს, ისინი იგივე იდეოლოგიით აგრძელებენ ცხოვრებას. ჩემი სურვილია, რომ შეიძლება ნაკლები ქართველი მიეცეს პასუხისგებაში”.

 

ივანიშვილმა ასევე ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანის საკითხზე ისაუბრა. “პარლამენტის გადატანაზე არის საუბარი. ქუთაისლებს არ ეწყინოთ, ქუთაისი უნდა გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და გადამამუშავებელი წარმოება უნდა დაინერგოს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი