ტექნოლოგიები

საქართველო თეთრი ლაქა აღარ არის

7 ოქტომბერი, 2011 • • 1382
საქართველო თეთრი ლაქა აღარ არის

გუგლის რუკებზე საქართველოს დეტალური რუკა დატანილია და ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საქართველო გუგლის რუკაზე თეთრად იყო აღნიშნული.

საქართველოს დეტალური რუკა  Open Maps Caucasus (OMC)-ის მიერ არის შექმნილი. ორგანიზაციას ახლა JumpStart Georgia ჰქვია. ორგანიზაციამ რუკების შექმნასთან  დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საჯარო რეესტრთან. Google Maps-ზე დატანილ საქართველოს რუკაზე ამჟამად შესაძლებელია საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ყველა ძირითადი ქუჩის ხილვა.

Google Maps არის კომპანია გუგლის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, დაათვალიეროს სასურველი ქვეყნის, ქალაქის, ან დასახლების დეტალური რუკა, კონკრეტულ ადგილებს მიამაგროს ამ ადგილზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, გამოითვალოს მანძილი ერთი პუნქტიდან მეორემდე. სხვადასხვა ქვეყნის რუკაზე ხელმისაწვდომია Street View რეჟიმი, რომლის საშუალებითაც ქალაქების ქუჩების დათვალიერებაა შესაძლებელი. ეს სერვისი, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია საქართველოს რუკაზე.

საქართველოს რუკის განთავსება გუგლის რუკებზე ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა, რის გამოც, წლების მანძილზე საქართველო Google map-ზე თეთრ ლაქად იყო აღნიშნული

 


View Larger Map

მასალების გადაბეჭდვის წესი