ახალი ამბები

ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს მთავრობამ დროებითი სარგებლობისთვის ტერიტორია გადასცა

16 ივნისი, 2015 • 1890
ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს მთავრობამ დროებითი სარგებლობისთვის ტერიტორია გადასცა

“დროებითი თავშესაფარი ჩვენს ბინადრებს სამგორის რაიონში, კაიროს 9 ნომერში მდებარე სოკოს სათბურების ტერიტორიაზე მისცეს. ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტერიტორია ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს” დროებითი სარგებლობისათვის გადასცა. უპირველესი პრობლემა, რაც უნდა მოგვარდეს, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაა. ამჟამად მიმდინარეობეს ჩვენი ბინადრების გადმოყვანა აღნიშნულ მისამართზე. იყავით ყურადღებით, როგორც კი დაგვჭირდება მოხალისეების თანადგომა, ჩვენი გვერდის საშუალებით გამოვაცხადებთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავშესაფრის ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს.

ელიზბარაშვილის ძაღლების ძველი თავშესაფარი წყალდიდობამ გაანადგურა.

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

 

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

მასალების გადაბეჭდვის წესი