ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

24 აპრილი, 2015 • • 1016
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 200-ლარიანი დახმარებები გაიცემოდა, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს თანხა 400 ლარამდე გაზარდა.  


„საიუბილეო თარიღთად დაკავშირებით 1000-ლარიანი დახმარებების გაცემა არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების გამოხატულება, თუ რამდენად ვაფასებთ ვეტერანთა წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ამ  თანხით მათ მიეცემათ საშუალება ღირსეულად შეხვდნენ 9 მაისის თარიღს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი