ახალი ამბები

“კავკასუს ონლაინის” ინტერნეტის ზოგიერთი პაკეტის ტარიფი გაძვირდა

23 მარტი, 2015 • 2370
“კავკასუს ონლაინის” ინტერნეტის ზოგიერთი პაკეტის ტარიფი გაძვირდა

“კავკასუსის” 10 მბ/წმ ინტერნეტი, რომელიც აქამდე 25 ლარი ღირდა, 27 ლარი გახდა; 30 მბ/წმ 35 ლარის ნაცვლად 37 ლარი ეღირება, ხოლო 50 მბ/წმ – 45 ლარის ნაცვლად 50 ლარი. 100მბ/წმ–იანი პაკეტის ფასი კი უცვლელი რჩება (100ლ).

 

“კავკასუსის” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ცვლილება ეხება კავკასუს TV სერვისების მომხმარებლებსაც. 

 

“კავკასუს ონლაინში” ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფასების დაკორექტირების გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარსა და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღეს.

 

“კავკასუს ონლაინის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ახალი ტარიფები 23 მარტიდან შედის ძალაში, ხოლო არსებულ მომხმარებლებს პაკეტები მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეეცვლებათ ახალი სატარიფო სისტემის მიხედვით, ამის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური შეტყობინება უკვე გაეგზავნა. საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო აუცილებელი გახდა მცირედ დაგვეკორექტირებინა ტარიფები, თუმცა შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შევეცადეთ, ფასების ცვლილება რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო მომხმარებლისათვის,”– განუცხადა “ნეტგაზეთს” “კავკასუს ონლაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან კაპანაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი