ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია დროებით ფუნქციონირებას წყვეტს

12 თებერვალი, 2015 • 951
იური ვაზაგაშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია დროებით ფუნქციონირებას წყვეტს

ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 12 თებერვალს ზურა ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” მოეწყო. მექვაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ოჯახის თხოვნით მიიღო და ამიეირიდან, იური ვასაგაშვილის სახელით განცხადებას მხოლოდ ოჯახი და მისი ადვოკატები, ირმა ჭკადუა და გაგი მოსიაშვილი გააკეთებენ.

 

შალვა მექვაბიშვილის თქმით, ოჯახი მოუწოდებს მედიას, რომ გარდა ადვოკატებისა და ოჯახის წევრების განცხადებებისა, სხვა ადამაინების პოზიციებს იური ვაზაგაშვილს ოჯახს ნუ დაუკავშირებენ.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა ორგანიზაციის დროებით დახურვის საფუძველი, “გადაარჩინე სიცოცხლეს”  კიდევ ერთი წევრი, თეა მაჭავარიანი განმარტავს, რომ ამის მიზეზი ცალკეული პირების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანიდატებთან დაკავშირებით “გადაარჩინე სიცოცხლეს” სახელით გაკეთებული განცხადებები გახდა. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ გააკეთა ეს განცხადებები.

 

7 თებერვალს სოსო რობაქიძემ და ჯამბულ გამცემლიძემ რომლებიც ვაზაგაშცვილთან ერთად ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ, განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორგანიზაცია ანა დოლიძის კანდიდატურას უჭერს მხარს. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ორგანიზაციის მიერ საქმიანობის დროებით შეჩერება სოსო რობაქიძის განცხადებას, დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებმა უპასუხეს, რომ არა.

 

კონფერენციას სოსო რობაქიძე და ჯამბულ გამცემლიძე არ ესწრებოდნენ. მექვაბიშვილმა და მაჭავარიანმა განაცხადეს, რომ ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი