ხელოვნება

ჯანლუკა მარჩანომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დატოვა

3 თებერვალი, 2015 • • 1959
ჯანლუკა მარჩანომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დატოვა

“მე უკვე დავტოვე თეატრი. საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ მჯეროდა, რეგიონის საოპერო ცენტრი შეიქმნებოდა, რომელიც იქნებოდა ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. 2010 წელს როცა ჩამოვედი, საქართველო იყო პროგრესის მაგალითი. ბევრ სფეროში პოტენციალითა და დიდი პერსპექტივით სავსე. ახლა, სამწუხაროდ, დიდი და ღრმა სტაგნაციაა. თეატრის შესახებ ახალი კანონი იყო საბაზისო უზარმაზარი შეცდომა. თქვენ შესანიშნავი კანონი გქონდათ, მოდელი, როგორითაც იმართება თეატრი ყველგან. ახლა კი უკან დაბრუნდით, რომლითაც 1940 წელს საბჭოთა გადაწყვეტილებების სისტემა მუშაობდა. საუბარია იმაზე, თუ როგორ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება. სტაგნაცია დღეს მხოლოდ კულტურაში ხომ არ არის. ეს საზოგადო პრობლემაა, სამწუხაროდ:, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ჯანლუკა მარჩანომ.

 

მარჩანოს თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან დატოვა თანამდებობა, არის ის, რომ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა მთავარი დირიჟორის თანამდებობა გააუქმა. მარჩანო ამბობს, რომ  სურდა კულტურის მინისტრთან შეხვედრა და პრობლემებზე საუბარი:

 

“შევეცადე ჩემი შეხედულებები კულტურის მინისტრისთვის ამეხსნა, მაგრამ არასდროს მომეცა შანსი მას შევხდვედროდი, რაც უცნაურია. ასევე სამინისტროში არ შემხვედრია არავინ, ვისაც საოპერო გამოცდილება ექნებოდა. ვერ ვიგებ, როგორ უნდა მიხედონ ოპერის საკითხებს. მე მიყვარს ჩიკ კორეა და ოსკარ პიტერსონი, მაგრამ არსებობს გაცილებით მეტიც – ვერდი, ფალიაშვილი, პუჩინი. მე მივწერე მინისტრს, რა უნდა გაკეთებულიყო სასწარფოდ ოპერაში და არ გაკეთებულა”, – ამბობს მარჩანო. 

 

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ მან მიიღო მარჩიანოსგან წერილი, თუმცა შეხვედრას იგი არ სთხოვდა. მინისტრის თქმით, სამხატვრო ხელმძრვანელებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ უნდა მიიღონ.

ჯანლუკა მარჩანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი 2010 წლიდან იყო.

ჯანუკა მარჩანო
ჯანუკა მარჩანო

მასალების გადაბეჭდვის წესი