ახალი ამბები

კობახიძე: ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს

18 დეკემბერი, 2014 • 931
კობახიძე: ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს

“ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა მეწარმეს,  ყველა იმ ადამიანს, რომელსაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ჯერ ღრმად არ აქვს გააზრებული ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა, მაგრამ ის თავის თავზე იგრძნობს. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენაად მალე იგრძნობს ამას თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ხელისუფლების და საზოგადოების კონსოლიდაციაზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას და, რა თქმა უნდა, ვულოცავ ჩვენს იმ წარმომადგენლებს, საქართველოს წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, მინისტრს, კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩვენს ელჩ წარმოამდგენელს ევროკავშირში, რომელიც იქ არის და ამ ყველაფერს იქ ადგილზე განიცდიან. გილოცავთ ყველას.”


მილოცვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატებს ევროპარლამენტის გადაწყვეტილების აღნიშვნის მიზნით ფოიეში გადანაცვლებისკენ მოუწოდა.


“ჩვენ გვაქვს ამის, ასე ვთქვათ, ოფიციალური აღნიშვნა, უნდა გავიდეთ ცენტრალურ ფოიეში, შესაძლებელია, რომ იქ გადავინაცვლოთ,”– მიმართა მან პარლამენტარებს.

 

ევროკავშირის პარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია დღეს, 18 დეკემბერს მოახდინა. დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელსაც მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 76-მა დეპუტატმა მისცა.

 

ევროპრლამენტის პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე იმყოფებოდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც

 

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი