ახალი ამბები

პოლიცია: მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით რამდენიმე პირია დაკავებული

17 დეკემბერი, 2014 • • 1410
პოლიცია: მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით რამდენიმე პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის ცნობით, ქურდობა გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. პოლიციის ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მას სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავედ მიიჩნია და სამი წლით თავისულების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთვა.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი