ახალი ამბები

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ ვაღიარებთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებას

4 დეკემბერი, 2014 • 1182
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: არ ვაღიარებთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებას

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ‘ხელშეკრულებას’ აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის კიდევ ერთ ფაქტორად აფასებს. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესმა საკუთარი პოზიცია 2014 წლის ოქტომბრის სესიაზე გამოხატა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა დაიცვან „საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა”.


კონგრესის პრეზიდენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.


ეს ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და აფახაზეთის სეპარატისტულ რეგიონს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა.  სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.


მასალების გადაბეჭდვის წესი