ახალი ამბები

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 4 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი

2 დეკემბერი, 2014 • 1272
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 4 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი

3 და 4 დეკემბერს თბილისში ტემპერატურა 3–5 გრადუსი იქნება დღისით, 5–ში კი ტემპერატურა 7–8 გრადუსამდე მოიმატებს. 6 და 7 დეკემბერს თბილისში ნისლი, ღრუბლიანი ამინდი და თოვლ–ჭყაპი არის მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 3–4 დეკემბერს ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო ღამით ყინვა არის მოსალოდნელი და ტემპერატურა  –5 – 0 გრადუსამდე დაეცემა.


“შესაბამისად, გაძლიერდება ყინვა მთიან და მაღალმთიან რაიონებში. 5–ში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსს მიაღწევს,” – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

დოდო გვაზავას ცნობით, დასავლეთ საქართელოში 5 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 12 გრადუსს მიაღწევს. 4–ში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. 5 დეკემბერს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა იქნება. 6–დან 9 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 15 გრადუსს მიაღწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი