ახალი ამბები

პარლამენტში გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს უსმენენ

30 სექტემბერი, 2013 • • 1168
პარლამენტში გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს უსმენენ

მინისტრმა პარლამენტში სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” 4 თვის შედეგების ანგარიში წარმოადგინა. ამ ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 14 მაისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 1 280 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 50 ფაქტი გამოავლინა.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების განხილვის შედეგად დაკისირებულმა ჯარიმამ 482 530, 0  ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანის თანხამ შეადგინა 3 054 724, 0 ლარი, მათ შორის: სისხლის სამართლის ნიშნების მქონე ფაქტებზე- 2 896 278,0 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე -158 446,0 ლარი. 

 

გატარებული აღმკვეთი ღონისძიებების შედეგად დაფიქსირდა უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი: ხე-ტყე -4 849,2 კუბური მეტრი; 205,8 კგ სხვადასხვა ჯიშის თევზი; მიწისქვეშა მტკნარი წყალი- 863 კუბური მეტრი; ინერტული მასალა- 3 478 კუბური მეტრი; კირქვა -10,0 კუბური მეტრი; დიაბაზი -25 კუბური მეტრი; სილიკომანგანუმის წიდა- 39,7 ტონა; მწყერი -33 ერთეული; დათვი- 1 ერთეული; ჯიხვი -1 ერთეული; მგლის ლეკვი- 2 ერთეული. 

 

ამავე პერიოდში შემოწმდა ხე-ტყის დამზადების 8 სპეციალური ლიცენზია. მათგან 5 საქმე გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე მზადდება მასალები 2 ლიცენზიის შემოწმების სედეგების საგამოძიებო ორგანოებში გადასაგზავნად.


გარდა ამისა გამოვლინდა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პრიობების დარღვევის 366 ფაქტი. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2 079 582 ლარი. 


კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ  აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუქნცია,  რომელიც კომიტეტს აკისრია, კიდევ უფრო გაღრმავდება:


“კომიტეტი ინტენსიურად აკონტროლებს სამინისტროს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ ანგარიშის წარდგენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ, რომ დეპუტატებმა, პოზიციამ, ოპოზიციამ, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება სტრუქტურაში. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ მუშაობენ ახალი სტრუქტურები. რამე შემაფერხებელი წინაღობები ხომ არ არის. რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევებიც, ამის გარეშე წარმოუდგენელია პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ნელ-ნელა სამინისტრო იმკვიდრებს მის ადგილს. ჩვენ დავაკომპლექტეთ 800 ახალი საშტატო ერთეული. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურში, სხვა სატყეო უწყებეში, სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედ უწყებებში. ბევრი გამოწვევა დგას ჩვენ წინაშე და ეს არის არის ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების პრობლემები, რომლებიც თვალშისაცემია,  ხე-ტყის განადგურება. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ეს არის ქვეყნის ტვირთი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი