ახალი ამბები

Facebook “მკვეთრი რეაქციების გამომხატველი” ღილაკის ტესტირებას იწყებს [ვიდეო]

8 ოქტომბერი, 2015 • 1310
Facebook “მკვეთრი რეაქციების გამომხატველი” ღილაკის ტესტირებას იწყებს [ვიდეო]

როგორც მარკ ცუკერბერგი წერს, “მოწონების ღილაკი” დიდი ხნის განმავლობაში იყო Facebook-ის შემადგენელი ნაწილი. მისი განცხადებით, დღის განმავლობაში მილიარდობით რამ “ლაიქდებოდა”, რაც თვითგამოხატვის მარტივი გზაა.

 

“წლების განმავლობაში საზოგადოება გვთხოვდა Dislike-ის (არ მომწონს) ღილაკის დამატებას. ყველა სიტუაცია არ არის კარგი და ზოგჯერ გჭირდება რაღაც საშუალება, რომ გამოხატო ემპათია. ეს ის მნიშვნელოვანი მომენტებია, როცა ყველაზე მეტად გჭირდება რაღაცის გაზიარება და მოწონების ღილაკი არ არის საუკეთესო საშუალება გამოხატო საკუთარი თავი. ბოლოდროინდელ შეხვედრაზე თაუნჰოლში საზოგადოებას გავუზიარე, რომ ჩვენ დავხარჯეთ ბევრი დრო იმაზე ფიქრში, მოგვეცა თქვენთვის უკეთესი შესაძლებლობები თავის გამოსავლენად, თანაც ისე, რომ ეს შეგვენარჩუნებინა სიმარტივე და პატივისცემა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ამის დატესტვას,” – წერს Facebook-ის დამაარსებელი.

 

ცუკერბერგის განცხადებით, რეაქციები გაძლევთ თქვენ ახალ საშუალებებს, რომ გამოხატოთ სიყვარული, სიამოვნება, იუმორი და სევდა:

 

“ეს არ არის დისლაიქის ღილაკი, მაგრამ ის გაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მარტივად გამოხატო მწუხარება და ემპათია და დამატებით სიამოვნება და სითბო. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოხატოთ ეს რეაქციები მოწონების ღილაკზე დიდხანს დაჭერის მეშეობით.”

 

ცუკერბერგის თქმით, რეაქციების ტესტირება დღეიდან ირლანდიასა და ესპანეთში დაიწყება: “ჩვენ მათ დავაკვირდებით მანამ, სანამ ამ ფუნქციას ყველა თქვენგანზე მოვსინჯავთ. იმედი გვაქვს, თქვენ ეს მოგწონთ – თუ არადა, შეგიძლიათ უკეთ გამოხატოთ, როგორ გრძნობთ თავს.” 

 

Today we’re launching a test of Reactions — a more expressive Like button. The Like button has been a part of…

Posted by Mark Zuckerberg on Thursday, October 8, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი