ახალი ამბები

ფოფხაძე: პარლამენტში გენდერული კვოტა ნებისმიერი ქალისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს

24 სექტემბერი, 2015 • • 1849
ფოფხაძე: პარლამენტში გენდერული კვოტა ნებისმიერი ქალისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს

“ეს [გენდერული კვოტირების] საკითხი არ ეხება უფლებრივ თემას. მიმაჩნია, რომ პარლამენტში ვინ იქნება, ეს არის პარლამენეტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლების ვიღაცის. იმიტომ, რომ თუ წავალთ უფლების გზით, ძალიან ბევრი სხვა თემა შეიძლება წამოვჭრათ. დაწყებული ეთნიკურიდან, დამთავრებული ნებისმიერი სხვით, რაც ერთ ადაამიანს მეორე ადამიანისგან განასხვავებს. შემიძლია ანალოგიურად ციფრებით გითხრათ, რამდენი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს საქართველოში და როგორ არიან ისინი წარმოდგენილი პროპორციულად საქართველოს პარლამენტში. კვოტებზე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, პრინციპულიად არ არის ჩემთვის მისაღები არანაირი კვოტირება არანაირი ნიშნით. მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას და მთავარი ნიშანი უნდა იყოს დეპუტატთა პროფესიონალიზმი. არც ერთ იმ ახალგაზრდა ქალბატონებს რომელთა მომავალზე ჩვენ ახლა ვფიქრობთ, არ აქვთ დაკეტილი ქართული პარლამენტის კარები”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

ფოფხაძის განმარტებით, საქართველო მიაღწევს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში მოხვდნენ პროფესიონალიზმის ნიშნით და არა კვოტირებით. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც რეგიონებში არჩევდნენ “კუნთმაგარ” კანდიდატებს, რადგან მათ ბრძოლა სჭირდებოდათ ზონდერ-ბრიგადებთან.

 

გედევან ფოფხაძის აზრით, ასეთ გარემოში ქალ კანდიდატებს ძალაიან უჭირდათ გამარჯვება, თუმცა ახლა ვითარება იცვლება.

 

“მე არ მიმაჩნია, რომ კვოტირებით პარლამენტარიზმი გაუმჯობესდება და ეს არის უფლებრივი თემა, უნდა გვქონდეს უკეთესი პარლამენტი და ის არ უნდა იყოს დიფერენცირებული არც ეთნიკური და არც სქესობრივი ნიშნით. ნებისმიერი ქალბატონისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, რომ ის კვოტით ხვდებოდეს პარლამენტში”, ამბობს ფოფხაძე.

 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც წარმომადგენლობით ორგანოებზე ქალთა კვოტირების დაწესების თაობაზე მოქალაქეთა საინციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი