ახალი ამბები

შსს: უშბაზე გერმანელი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა

20 სექტემბერი, 2015 • • 1036
შსს: უშბაზე გერმანელი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა

შსს-ს განცხადებით, ტურისტი ძლიერი ტკივილების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. დაკარგული და დაშავებული ტურისტების ჩამოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის მეორე სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების 7-კაციანი და სასაზღვრო პოლიციის 6-კაციანი ჯგუფი ჩავიდა.

 

შსს-ს ცნობით, ნაპრალში ჩავარდნილ ტურისტს გადაადგილება არ შეეძლო, ამიტომ მაშველებმა დაახლოებით 10 კმ. ფეხით სავალ გზაზე ხელით ატარეს და სოფ. ბეჩომდე ჩამოიყვანეს, შემდეგ კი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უშბაზე გერმანელი ტურისტი დაშავდა
უშბაზე გერმანელი ტურისტი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი