ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება

18 სექტემბერი, 2015 • • 1084
საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2015 წლის 16 სექტემბერს N3/2/646 გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი N646) გამოცხადების შემდეგ შემდეგ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან ხორცილდება მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ინდივიდუალურად მოსამართლეებზე. 

მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან იკრიბებიან გაურკვეველი პიროვნებები, მოსამართლეთა მიმართ კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები.


კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. 
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი