ეკონომიკა

საქსტატი: 2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ 2.5%-ით გაიზარდა

18 სექტემბერი, 2015 • • 2003
საქსტატი: 2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ 2.5%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,3 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

 

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (14,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,3 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (3,8 პროცენტი), კავშირგაბმულობა (3,5 პროცენტი).


კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-3,2 პროცენტი).


2015 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.


მასალების გადაბეჭდვის წესი