ახალი ამბები

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში ჩამოვა

6 სექტემბერი, 2015 • • 907
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში ჩამოვა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 

კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტის ხაზზე არსებულ სახელმწიფოებში“ ერთად უმასპინძლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებს, აკადემიკოსებს, როგორც საქართველოდან, ასევე, ევროპიდან და ამერიკიდან. ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.

 

ლიტვის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე, ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გაეცნობა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი