ახალი ამბები

სკოლა განმარტავს, რომ რუსეთიდან შემოტანილი სახელმძღვანელო არ გამოუყენებიათ

5 სექტემბერი, 2015 • • 1014
სკოლა განმარტავს, რომ რუსეთიდან შემოტანილი სახელმძღვანელო არ გამოუყენებიათ

სკოლის დირექცია ირწმუნება, რომ სურათზე ნაჩვენები გეოგრაფიული რუკა არის მოთავსებული ატლასში, რომელიც წარმოადგენს დამატებით მასალას და არა ძირითად სახელმძღვანელოს, სკოლაში სწავლება კი, როგორც განცხადებაში წერია, მიმდინარეობს გრიფირებული სახელმძღვანელოებით (ვაჟა ნეიძე, ლოგოს პრესი, 2010).

 

“და აღნიშნული ატლასი წარმოადგენს დამატებით მასალას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს არც კი გამოუყენებიათ. რაც შეეხება გზებს, რომლებითაც ეს ატლასი ჩვენს სკოლაში მოხვდა, აღსანიშნავია, რომ სკოლა „ინტელექტი“ ყოველწლიურად უკვეთავს რუსულენოვან დამატებით ლიტერატურას. წელს, ჩვენი შეკვეთის მიუხედავად, მიმწოდებელმა მოგვაწოდა არა შეკვეთილი, არამედ სხვა ატლასი, რომელშიც ფაქტობრივი შეცდომა იყო დაშვებული”, – წერია სკოლის განცხადებაში. 

 

აქვე “ინტელექტი” აცხადებს, რომ სკოლა სხვა დამატებით მასალას დაკვირვებით შეისწავლის.

 

“სკოლა „ინტელექტი“ ასევე ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს მიმწოდებელთან, რომელმაც შეცდომიანი ატლასი მოგვაწოდა. სკოლა „ინტელექტი“ ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოიყენონ სკოლის მიერ დაშვებული შეცდომა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი