ხელოვნება

ვინ იქნება ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე

2 სექტემბერი, 2015 • 1185
ვინ იქნება ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე

 

26 სექტემბერს, ფესტივალის სასემინარო პროგრამის ფარგლებში, მაიკლ კონრადი წარადგენს კრეატიული პროდუქტის შეფასებისთავის „7+ to Heaven“ თეორიას.


მაიკლ კონრადი თითქმის 50 წელია რაც წარმატებით მუშაობს გერმანიის, აშშ-ს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. მისი კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სააგენტოებს არა ერთხელ მოუპოვებიათ „წლის სააგენტოს“ წოდება და ყველაზე მაღალი ჯილდოები პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.


2007 წელს კონრადმა დააფუძნა ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლა, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება.


თავის გამოსვლაში მაიკლ კონრადი ისაუბრებს წარმატებულ კონკურენციაზე, არსებულ ტანდარტებზე, საკუთარი საქმისადმი მიდგომის პერიოდული გადახედვის მნიშვნელობასა და ლიდერული ჩვევების განვითარებაზე.


იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ მოვლენა, დარეგისტრიდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com 


აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

 

 ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2015 წლის 24-27 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი