ახალი ამბები

თბილისის მიკროავტობუსი მძღოლების აქციაზე: ეს არ არის გაფიცვა, ეს საბოტაჟის მცდელობაა

5 აგვისტო, 2015 • 965
თბილისის მიკროავტობუსი მძღოლების აქციაზე: ეს არ არის გაფიცვა, ეს საბოტაჟის მცდელობაა

მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გოჩა მიქაძე ამბობს, რომ მათ სურთ, შაბათ–კვირას და დღესასწაულებზე უფრო ნაკლები გეგმა ჰქონდეთ მძღოლებს შესასრულებელი. მისი თქმით, სამარშუტო ხაზების ნაწილი დამოკიდებულია სკოლებსა და უნივერსიტეტებზე, ამიტომ მათ დადგენილი თანხის გადახდა უჭირთ.

 

“ჩვენ გვინდოდა კომპანიასთან შეხვედრა. კომპანიამ არ ჩათვალა საჭიროდ ჩვენთან შეხვედრა, უარი გვითხრა. ჩვენი პრობლემების მოსმენა არ აინტერესებთ,”– თქვა მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

გარდა ამისა, აქციაზე ერთ–ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლები აქციის გამართვის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ. თბილისის მიკროავტობუსი ამ ინფორმაციას უარყოფს. 

 

თბილისის მიკროავტობუსის წარმოამდგენელი, ნათია მიქიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მძღოლებს გუშინაც შეხვდნენ, თუმცა, პრეტენზიების ის ნაწილი, რომელზეც ახლა ჟურნალისტებთან საუბრობენ, არ გაუჟღერებიათ.

 

“ეს არ არის გაფიცვა, ეს არის საბოტაჟის მცდელობა. ამ ე.წ. აქციას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც მძღოლი არ ყოფილა არასდროს, არც ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი არ ყიფილა. მძღოლების ის ნაწილი, რომლებიც ახლა დგანან ამ აქციაზე, სულ რამდნიმე მძღოლზეა ლაპარაკი, 3 000 მძღოლი გვყავს, რომელიც ახლა დაკავებულია ჩვენს კომპანიაში და 50–კაცამდეა დაახლოებით იქ შეკრებილი,”– აცხადებს მიქიაშვილი.

 

მისივე თქმით, აქციაზე დგას მძღოლების ის ნაწილი, რომელთაც ყველაზე ხშირად ეძლეოდათ საყვედური სიგარეტის მოწევის გამო, კონდინციონერის ჩაურთველობის გამო, გრაფიკის დარღვევის გამო, რაც იწვევდა მგზავრების უკმაყოფილებას. 

 

“მძღოლების ის ნაწილი, არ ვიცი, მათზეა დამოკიდებული, თუ ვთქვათ, დაბრუნდებიან სამსახურში და იმუშავებენ ჩვეულებრივად, იმუშავებენ, თუ არა და ძალიან ბევრი ადამაინია სამსახურის მსურველი,”– ამბობს მიქიაშვილი.

 

ფოტო –
ფოტო – ‘თბილისის მიკროავტობუსის’ Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი