საზოგადოება

სამგლოვიარო ლიტურგია ერაყელი ეზიდების ხსოვნის პატივსაცემად [ვიდეო]

4 აგვისტო, 2015 • • 1263
სამგლოვიარო ლიტურგია ერაყელი ეზიდების ხსოვნის პატივსაცემად [ვიდეო]

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეზიდთა სახლის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი, ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის წარმომადგენელი მალხაზ სონღულაშვილი და გასულ წელს ერაყიდან საქართველოში გადმოსახლებული ეზიდი, რომელმაც საკუთარი ისტორია მოუყვა ტაძარში შეკრებილებს.

შეკრებაზე შესრულდა ეზიდური, უძველესი საგალობელი, რომელიც ამ დღისათვის ქართულად ითარგმნა. დასასრულს სასულიერო პირებმა ერთობლივი ლოცვა წაიკითხეს და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას.

 

”მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი საზოგადოება აზრს მოვა, ყველა სჯულის სასულიერო პირები აზრზე მოვლენ და გაიაზრებენ, რომ ერთობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, თანაზიარებას, ერთად შრომას ადამიანის საკეთილდღეოდ ალტერნატივა არ შეიძლება რომ ჰქონდეს,”- ამბობს მალხაზ სონღულაშვილი. 

 

2014 წლის, 3 აგვისტოს ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” თავს დაესხა ერაყში, სინჯარის რაიონში მცხოვრებ ეზიდ მოსახლეობას და დაიწყო მათი რელიგიური ნიშნით დევნა. ტერორისტები კლავენ ეზიდ კაცებს, ქალები და ბავშვები კი ტყვედ მიჰყავთ და ყიდიან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი