ახალი ამბები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი დაინიშნა

1 აგვისტო, 2015 • 1585
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი დაინიშნა

კახა კახიშვილი 2014 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა. დღესვე, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პრემიერმა შს მინისტრად დანიშნა.

 

კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კახიშვილს შემდეგი სამუშაო გამოცდილება აქვს:

დღემდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი

ექსპერტთა კლუბის წევრი

2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი

2012 წელი საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან

2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველი” -სამართლებრივი დირექტორი

2010-2014 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი

2008-2014 წლის ოქტომბრამდე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – მრჩეველი

კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე

შპს ”კონსულტანტი” – დამფუძნებელი და დირექტორი

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილება – უფროსი

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის დარგში

საქართველოს გენერალური პროკურატურის კონტროლის სამმართველოს განყოფილება- უფროსი

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი და საქართველოს გენერალური

პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროების, საბაჟო-საგადასახადო სამსახურებში მოკვლევაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო – პროკურორი

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო – პროკურორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი – ლექტორი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – უფროსი გამომძიებელი

ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურა – სტაჟიორ-გამომძიებელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახური – პოლიციელი

მასალების გადაბეჭდვის წესი