ახალი ამბები

პრეზიდენტი ოლიმპიური ფესტივალის დახურვას არ დაესწრება

1 აგვისტო, 2015 • 1059
პრეზიდენტი ოლიმპიური ფესტივალის დახურვას არ დაესწრება

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.  ფესტივალი დღეს, 1 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება.

 

პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ამ საზეიმო ღონისძებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.

 

“რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, ემოციურად, როგორც მოქალაქე, ქართველი, ვიყავი და ვარ აღტაცებული ამ ამბით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. როგორც მოქალაქე, ვხარობთ და ვხარობ მთელს საქართველოსთან ერთად. როგორც პრეზიდენტს, გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. ეს მცდელობა იყო, რომ რაღაცნაირად ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში, ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, მაგრამ არ მოხერხდა. თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა უნდა რამენაირად ჩრდილი მიაყენოს ამ ძალიან დიდ ზეიმს,”– განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

გარდა ამისა, მარგველაშვლის განაცხადებით, ძალიან დიდი წარმატებაა, რომ საქართველომ ამ თამაშების ეფექტურად ჩატარება მოახერხა.

 

“განსაკუთრებით მახარებს ჩვენი გოგონა ძიუდოისტების წარმატება, ეს გარკვეულწილად ეხმიანება იმას, რომ ეს წელი ქალთა წლად გამოვაცხადედა მიხარია ყველა წარმატება, რაც ქალებს და გოგონებს აქვთ. კიდევ ერთხელ მინდა, აღტაცებით მივულოცო მათ ეს წარმატება,”– განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი