ახალი ამბები

850 000 აშშ დოლარის ინვესტიციით სამედიცინო საწარმო გაიხსნება

30 ივლისი, 2015 • • 975
850 000 აშშ დოლარის ინვესტიციით სამედიცინო საწარმო გაიხსნება

ოფიციალური ინფომაციითვე, ამ დროისთვის კლინიკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 640 000 აშშ დოლარია.

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ჰემოლაინი“ დონორული სისხლის კომპონენტებს ამზადებს და სისხლის პლაზმიდან უნიკალურ ფარმპროდუქტებს აწარმოებს.

 

“კომპანიის მიერ შეგროვებული პლაზმა გადამუშავდება იტალიელი პარტნიორის დახმარებით. წარმოების პროცესში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად, საწარმოო პროცესის შიდა მონიტორინგი განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეგულაციებით, ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და იტალიური პარტნიორი ფირმა „კედრიონის“ მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ საბოლოო პროდუქტის ნაწილის რეალიზება მოხდება საქართველოს ყველა რეგიონში.

 

“ძირითად მომხმარებლებად განსაზღვრულია სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები. კომპანიის გაფართოების ფარგლებში დაგეგმილია ფილიალების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში. პროდუქციის დარჩენილი ნაწილი საექსპორტო ბაზარზე გავა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი