ახალი ამბები

ქადაგიძე: საბანკო ზედამხედველობის კანონზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

28 ივლისი, 2015 • • 1034
ქადაგიძე: საბანკო ზედამხედველობის კანონზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

”კანონპროექტი სამართლებრივი მხრითაც კი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მასში არის ბევრი მუხლი, რომლის წაკითხვაც შეიძლება სხვადასხვაგვარად, რაც უამრავ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. კანონპროექტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონპროექტის მიღების ერთადერთი მიზეზი, და ამას არც უარყოფენ მისი ინიციატორები, არის ეროვნული ბანკის დასუსტება, მისი გახლეჩვა და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება, როგორც ძალთა ბალანსის გარანტის. მე ვუერთდები პრეზიდენტის ვეტოს. ვუერთდები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას, რომ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გადაიხედოს პროექტი და მან არ მიიღოს კანონის ძალა,”- აცხადებს ქადაგიძე.

 

პრეზიდენტი კი საბანკო ზედამხედველობის კანონს ნეგატიურად აფასებს, თუმცა ჯერ ვეტოს არ ადებს.

 

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საბანკო ზედამხედველობის ახალ კანონზე კანონმდებლებმა მათი ყველა წინადადება გაითვალისწინეს. მისი აზრით, ამ სიტუაციაში მიღებულ კანონზე ვეტოს დადება უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი