ახალი ამბები

საქართველოში მაკდონალდსის რესტორნებში ბავარიული ლუდი გაიყიდება

15 ივლისი, 2015 • • 2395
საქართველოში მაკდონალდსის რესტორნებში ბავარიული ლუდი გაიყიდება

2015 წლის ივლისიდან მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, მაკდონალდსის ყველა რესტორანში შესაძლებელი იქნება ბავარიული სამეფო ლუდის „კალტენბერგი“ შეძენა, აცხადებს მაკდონალდსი.

 

მაკდონალდსი წლის ბოლომდე საქართველოში 5 მილიონ ლიტრ გერმანული სამეფო ლუდის გაყიდვას გეგმავს.  მაკდონალდსის ცნობით, ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დამზადებული ბავარიული სამეფო ლუდის ექსპორტს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს, სადაც საექსპორტოდ გამზადებული ლუდის რაოდენობა ათეულობით მილიონი ლიტრი იქნება.

 

”მაკდონალდსი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეტანას საკუთარ ქსელში, თუმცა საქართველოში დამზადებულმა ბავარიულმა სამეფო ლუდმა მაკდონალდსის უმკაცრესი სტანდარტები დააკმაყოფილა. მაკდონალდსის ქსელი საქართველოში  დიდი ხანია გასცდა სწრაფი კვების ობიექტის კონცეფციას, გარდა იმისა, რომ ის რესტორანი, სადაც დღეს ვიმყოფებით, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზ კომერციულ შენობას შორის მოხვდა, მაკდონალდსს  ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ტურისტული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ჩვენმა რესტორნებმა ქუთაისსა და ზუგდიდში განსაკუთრებით ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა მაკდონალდსი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თეგა კაპანაძემ.

 

„ჩვენი კომპანია, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგანძურთან, ბავარიის  სამეფო ლუდთან არის დაკავშირებული, საკუთარი პროდუქციისათვის ახალი და საინტერესო ბაზრების მოძიებით არის დაკავებული. რეგიონში არჩევანი „კასტელის” ქარხანაზე შეჩერდა, რომელიც სრულად აკამყოფილებს ისეთ უმაღლეს სტანდარტებს, რომელიც ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნიდან „ბავარიული სიწმინდის კოდექსით არის გამყარებული“, – განაცხადა კასტელის გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი