ეკონომიკა

1.3 მლნ ლარი სტიქიით დაზარალებულებს საქართველოს ბანკის და მის ჯგუფის კომპანიებისგან

24 ივნისი, 2015 • • 1088
1.3 მლნ ლარი სტიქიით დაზარალებულებს საქართველოს ბანკის და მის ჯგუფის კომპანიებისგან

თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე და სრულად მოხმარდება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება  სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები გაზარდონ მილიონ ლარამდე. ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ შეგროვილმა თანხამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. შეგროვილი 1,3 მილიონი ლარიდან მომხმარებელმა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 300,000 ლარი. საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თოთოეულ იმ მომხმარებელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და თანხა გადმორიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. საქართველოს ბანკი ასევე მადლობას მოახსენებს მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მხარდაჭერისთვის. 

 

თბილისის მერია სისტემატიურად განათავსებს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული ამ და სხვა თანხების ათვისების დეტალურ ანაგარიშს ვებგვერდზე: http://help.tbilisi.gov.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი