ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთისადმი სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს

22 ივნისი, 2015 • • 972
ევროკავშირი რუსეთისადმი სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს

როგორც რია ნოვოსტი იუწყება, ამის თაობაზე ბრიტანელმა დიპლომატმა ევროკავშირის საგარეო საკითხთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა ლუქსემბურგში.

 

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ოფიციალურად შევთანხმდებით, რომ გახანგრძლივდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მანან, სანამ ის არ შეასრულებს მინსკის ვალდებულებებს. კიდევ ექვსი თვე იქნება სანქციები,” – თქვა მან.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური სანქციებია დაწესებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი