ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ჯარისკაცი კრწანისის სასწავლო ცენტრთან გარდაცვლილი იპოვეს

12 ივნისი, 2015 • 1216
თავდაცვის სამინისტრო: ჯარისკაცი კრწანისის სასწავლო ცენტრთან გარდაცვლილი იპოვეს

“I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს,”– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შსს–ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.

 
 



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სი…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Friday, June 12, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი