ახალი ამბები

წულუკიანი: სამინისტროების სსიპებმა თავიანთი ეკონომიები უნდა გადასცენ ბიუჯეტს

11 ივნისი, 2015 • • 1149
წულუკიანი: სამინისტროების სსიპებმა თავიანთი ეკონომიები უნდა გადასცენ ბიუჯეტს

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა: 

 

“ახლა უკვე არის ნათელი, რომ  იუსტიციის სამინისტროს და სხვა სამინისტროებს მოგვიწევს ორი რამ გავაკეთოთ: პირველი ის, რომ რაც ბიუჯეტიდან გვაქვს მიღებული ასიგნებები, შევამციროთ და უკან დავიბრუნოთ ბიუჯეტში. მეორე: იმ სამინისტროებს, ვის სსიპებსაც აქვს საკუთარი შემოსავლები, რომლებიც მნიშვნელოვანი არიან და რომელთა თანამშრომლები ამ შემოსავლების მისაღებად დღე და ღამე მუშაობენ, ამ სსიპებმა თავიანი ეკონომიები უნდა გადასაცენ ბიუჯეტს. ერთი მხრივ, მოხდება ასიგნებების შემცირება და უკან დაბრუნება და მეორე მხრივ, სიპებში ეკონომიების მოკლება და ბიუჯეტში გადაცემა.”

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპი აქვს, მათ შორისაა, მაგალითად,  საჯარო რეესტრი, სადაც მოქალაქეები ქონების რეგსტრაციის და სხვა ტიპის მომსახურებისთვის დადგენილ თანხას იხდიან. 

 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, თეა წულუკიანის განცხდებით, მისთვის უკვე წინასწარ ცნობილია, რომ ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება:

 

“ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ თიანეთის და ბორჯომის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, რაც არ უნდა საჭირო იყოს ეს სხვა მხრივ. არ აშენდება, სავარაუდოდ, ორი სოფლის სახლი საქართველოში. საჯარო რეესტრს მოუწევს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცლად  3 მილიონი ლარი გადასცეს (საკუთარი ეკონომია) ბიუჯეტს და ასე შემდეგ. ანუ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში ეს ძირითადად იქნება შემცირება ინფრასტრუქტურული პროეტების ხარჯზე. ყველაფერს ვაკეთებთ იუსტიაციაში, რომ ხელფასები არ შემცირდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ახალი თაანამშრომლების აყვანასა და ხელფასების გაზრდაზე საუბარი ვერ იქნება.”

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან შესამცირებელი თანხის მოცულობაზე დღეს ვერ შეთანხმდა:

 

“რადგან ყველა მინსტრი ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა შეხვდეს ნოდარ ხადურს და  გაიაროს მასთან კონსულტაცია იმიტომ, რომ ყველას გვაქვს კითხვები. აქედან გამომდინარე მან მიიღო დავალება, რომ კონსულტაციები გამართოს მინისტრებთან კონკრეტულ ციფრებზე.” 

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, ის პროექტები, რაც ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაგრძელდება:


“ასეთივე მაღალი ხარისხით გააგრძელებს ყველა იუსტიციის სახლი და სოფლის სახლი მუშაობას. ოთხი სოფლის სახლი გაიხსნება ივნისში. ოთხი სოფლის სახლი გაიხსნება შემოდგომაზე. მაგრამ ორი კიდევ მეცხრე და მეათე სოფლის სახლის მშენებლობა გადავა მომავალი წლისთვის. ხარისხი მომსახურების არ დაეცემა, მაგრამ წელს დავემშვიდობებით მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას. “


შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ურჩია. ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირებული პირველი ვარიანტი მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგინა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი