ახალი ამბები

ხადურის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში იქნება ცნობილი

11 ივნისი, 2015 • • 882
ხადურის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში იქნება ცნობილი

“ჩვენ 10 ივნისს წარმოვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი. რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ ცვლილებას. ეკონომიკურ ზრდა ნაცვლად 5%-ისა იქნება 2%. ინფლაცია – 3%. ერთი, რაც დღეს გადაწყდა, არის ის, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. ჩვნ მივიღეთ დავალება, რომ გავარძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და წარმოვადგინოთ დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება შემცირება. აქტიური კომუნიკაცია გვექნება თვითმმართველობასთან, რომ გადახედონ თავიანთ ბიუჯეტს და იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს 3%-ს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში იქნება ცნობილი. ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ სავალუტო ფონდს არ ჰქონია კონკრეტული მითითებები, მხოლოდ ჰქონდა მინიშნება, რომ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს შესაბამისბაში კანონმდებლობასთან.

 

ნოდარ ხადურის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა შემცირება არ შეეხება სოციალურ პროექტებს ჯანდაცვის სამინსტროს მიმართულებით. მინისტრმა განმარტა, რომ ბიუჯეტის შემცირების მიზეზი გახდა გარე ფაქტორები.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

მასალების გადაბეჭდვის წესი