ახალი ამბები

კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

9 ივნისი, 2015 • 1592
კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

2014 წლის მონაცემებით, ამავე ინდექსში საქართველო იტალიისა და უნგრეთის შემდეგ მოდიოდა და 31–ე ადგილს იკავებდა. 2015 წლის ინდექსში იტალიამ 1 ადგილით უკან გადაინაცვლა. გაუარესდა უნგრეთის პოზიციაც და 37–ე ადგლზე გადაინაცვლა.

 

კანონის უზენაესობის ინდექსი 2015 წელს გამოთვალეს 102 ქვეყანაში 100 000–ზე მეტი მოქალაქისა და 2,400 ექსპერტული კვლევის შედეგად. სულ 44 ინდიკატორია, რომელიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება. ამ 8 ფაქტორიდან საქართველოს ყველაზე მაღალი ქულები “კორუფციის არარსებობაში” (0,73)  და “წესრიგსა და უსაფრთხოებაში” (0.83) აქვს. ყველაზე დაბალი შეფასება, 0,53 ქულა, ინდექსის თანახმად, საქართველოს “კრიმინალურ მართლმსაჯულებაში” აქვს.

 

2015 წლის ინდექსში, 2014 წლის მსგავსად, პირველ ხუთეულს შეადგენენ დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და ნიდერლანდები. 

 

2015 წლის ინდექსისი თანახმად, აშშ მე–19, კანადა კი მე–14 ადგილს იკავებს. რუსეთი 75–ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა – 70–ზე. თურქეთი მე–80 ადგილს იკავებს, ხოლო ირანი  88–ე ადგილზეა.

 

ინდექსის თანახმად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ზიმბაბვეს (მე–100 ადგილი), ავღანეთსა (101–ე ადგილი) და ვენესუელას (102–ე ადგილი) აქვთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი