ახალი ამბები

ვალერი შოშიაშვილი ყვარელში, მიხეილ საკაშვილის სახლში ენმ-ს აქტივისტებმა არ შეუშვეს

3 ივნისი, 2015 • • 3841
ვალერი შოშიაშვილი ყვარელში, მიხეილ საკაშვილის სახლში ენმ-ს აქტივისტებმა არ შეუშვეს

ის ამ ქმედებით აპროტესტებს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირებას. 

 

მიხეილ სააკაშვილის სახლი ყვარელში
მიხეილ სააკაშვილის სახლი ყვარელში

ყვარელში, ყოფილი პრეზიდენტის სახლთან  ვალერი შოშიაშვილი რამდენიმე ადამინთან ერთად მივიდა. ექსპრეზიდენტის სახლთან დილიდან იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც პოლიციას მიმართა და უსაფრთხოების ზომების დაცვა მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილის სახლთან პოლიცია ამ დრომდე არ მისულა. 


ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, ის მიხეილს სააკაშვილის სახლის ეზოში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა არ შეუშვეს:


“მიხეილ სააკაშვილის სახლში არიან ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი. ველოდები, შემხვდნენ და გამცენ პასუხი. აქამდე დავრჩები ამ სახლთან, ვიდრე არ მივიღებ პასუხს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. “

ვალერი შოშიაშვილი
ვალერი შოშიაშვილი

ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა.


 

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, მას აუქციონში არ მიუღია მონაწილეობა და გამარჯვებულად გამოაცხადეს. 

 

 

2012 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან პროკურატურას მიმართა და აღნიშნული საქმის გამოძიება მოითხოვა. 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი