ახალი ამბები

FIFA-ს ოფიციალური პირები კორუფციის ბრალდებით დააკავეს

27 მაისი, 2015 • • 1046
FIFA-ს ოფიციალური პირები კორუფციის ბრალდებით დააკავეს

FIFA-ს 10-ზე მეტ წარმომადგენელს ბრალად ედება მსოფლიო თასის მიმდინაორებისას მარკეტინგულ აფიორებში მონაწილეობა. ასევე ასოციაცია კანონის დარღვევით გასცემდა ლაივ მაუწყებლობის ლიცენზიებს. ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, მათი სამიზნე FIFA-ს აღმასრულებელი კომისია გახდა, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს.

 

გასული წლის დეკემბერში FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა გამოძიება, რომელიც ბრალს სდებდა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს  2018 და 2022 წლის მსოფლიო თასის ჩატარების უფლების რუსეთისა და ყატარისათვის უკანონოდ გადაცემაში, დახურულად გამოაცხადა და ამის შემდეგ FBI-იმ საკითხზე გამოძიება ასოციაციისაგან დამოუკიდებლად გააგრძელა.

 

FIFA საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 28 მაისს გეგმავს, ბლატერი შესაძლოა მეხუთე ვადით აირჩიონ. 

FIFA  მსოფლიოში ყველა ძლიერ სპორტულ ასოციაციად ითვლება. ორგანიზაცია 1.5 მილიარდი დოლარის რეზერვს ფლობს.

27 May 2015. FIFA EPA/STEFFEN SCHMIDT
27 May 2015. FIFA EPA/STEFFEN SCHMIDT

მასალების გადაბეჭდვის წესი