ახალი ამბები

ღარიბაშვილი ვიზების ლიბერალიზაცაზე: პროცესი 2010 წელს უნდა დაწყებულიყო

23 მაისი, 2015 • 960
ღარიბაშვილი ვიზების ლიბერალიზაცაზე: პროცესი 2010 წელს უნდა დაწყებულიყო

“პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ დავიწყეთ სწორედ 2 წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. ასე რომ, ჩვენ მართლაც, ყველა აღნიშნავს ამას ცალსახად, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რეფორმები, ეს არის ჩვენი წინსვლა ევროპისკენ, ევროპული სტრუქტურებისკენ და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასე რომ, ჩვენ უკვე ის მაქსიმუმი გავაკეთეთ, შევძელით. ახლა საჭირო არის ტექნიკური პროცესების დასრულება,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლ…

Posted by Irakli Garibashvili on Saturday, May 23, 2015

ლატვიის დედაქალაქ რიგაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეოთხე სამიტი 2015 წლის 22 მაისს გაიმართა. სამიტში მონაწილეობდნენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი 6 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს მთავრობის/სახელმწიფოს მეთაურები. 

 

სამიტის დეკლარაციის 23-ე მუხლი სრულად ეთმობა უვიზო მიმოსვლის საკითხს, სადაც ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველომ და უკრაინამ აჩვენეს. დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სამიტის მონაწილეებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროკომისია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარშს წლის ბოლომდე წარადგენს და შემდეგ კომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს მიმართავს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი