ეკონომიკა

საცალო ქსელში საწვავი ოთხმა კომპანიამ გააძვირა

6 მაისი, 2015 • • 1339
საცალო ქსელში საწვავი ოთხმა კომპანიამ გააძვირა

27 აპრილის შემდეგ საცალო ქსელში საწვავი კიდევ 5 -8 თეთრით გაძვირდა. 

 

2015 წლის აპრილში საწვავის ორჯერ გაძვირების შემდეგ კომპანია “ვისოლმა” საწვავი 6 მაისს კიდევ ერთხელ გააძვირა. თუ 27 აპრილს საცალო ქსელში რეგულარის ტიპის საწვავი 1,78 ლარი ღირდა, დღეს 1 ლიტრი საწვავის ფასი 1,83 ლარია. 


რეგულარის ტიპის საწვავი 8 თეთრით გააძვირა კომპანია ფრეგომ. ამ კომპანიის ქსელში 1 ლიტრი რეგულარის საწვავი 1,62 -დან 1,70 ლარამდე გაძვირდა. 


1,79 ლარიდან 1,83 ლარამდე გაძვირდა რეგულარის საწვავი “გალფის” ქსელში, “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებზე- 1,68 ლარიდან 1,73 ლარამდე.


6 მაისის მონაცემებით, საწვავზე ფასს ინარჩუნებს “სოკარი” და “ლუკოილი”. 


ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით 7 კომპანია ოპერირებს.


6 მაისის მონაცემებით ბრენტის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 68.50 აშშ დოლარია. 


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი